საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იფუნქციონირებს. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს.
„ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს.
აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში, ვიდრე მიმდინარეობს საძიებო სამუშაო.“