5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს - Thracian Summer 2023 გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sofiaglobe ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროს განცხადებით, უკვე 15 წელზე მეტია, ერთობლივი წვრთნები საჰაერო ძალებს და სპეციალური ოპერაციების ძალებს გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
უწყების განცხადებით, სწავლების მიზანია საჰაერო ძალების ეფექტიანობის გაუმჯობესება და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების თეორიული და ტაქტიკური-სპეციალური მომზადების გაზრდა.
ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, 8-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენებს განახორციელებენ.
სწავლების მონაწილეები ასევე გაივლიან დაშავებულების ევაკუაციის შესახებ ტრენინგს.