საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო: ვლოცულობთ დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადარჩენისთვის

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო, სამძიმარს გამოხატავს.

„საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და გამოხატავს სამძიმარს შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

ჩვენ აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად,"– წერია განცხადებაში.

მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობებით, დაღუპულია 16 ადამიანი.