სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის მესამე დღეს, დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.