მმართველი პარტია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში „სურათი არის მძიმე.“ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„სამუშაოში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. ეს არის არსებითად ის სურათი, რაც დღეს გვაქვს.
რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ, აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული. ეს არის არსებული მონაცემები.
არსებული ინფორმაცია არის ასეთი - მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული,“ - განაცხადა კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.