საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა.
„ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. კლიმატის ცვლილება უდავოდ რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად,“ - წერს ბორელი Twitter-ზე.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა - იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლნი.