სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყრის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან. ჩვენი ფიქრებით მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთან ვართ,“ - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
დაკარგულთა ძებნა გრძელდება. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.