თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგვისტოს ბოლოს უნგრეთს ეწვევა,
იუწყება CNN Turk-ი.
ტელეარხის ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს სავარაუდოდ, 20 აგვისტოს ეწვევა.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდება.