მეთიუ მილერი: ჩინეთისთვის პროდუქტიულია, რომ საუდის არაბეთში, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია.

„ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ პროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩინეთი თავის როლს შეასრულებდა უკრაინაში ომის დასრულებაში, თუ ის მზად იყო ეთამაშა როლი, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის სუვერენიტეტს.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ სამიტებზე დასწრება და პირდაპირ უკრაინული მხარის მოსმენა სასარგებლოა ქვეყნებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი აშკარად აპროტესტებს ამას, რადგან თქვენ ნახეთ, რომ რუსეთი აკრიტიკებდა ამ შეხვედრას შაბათ-კვირას და აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა გაიმართა.

ამდენად, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ მოვიდეს და მოისმინოს უშუალოდ უკრაინისგან უკრაინის შეშფოთების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იყო ის, რომ ჩინეთმა სწორედ ეს გააკეთა. შეხვედრაზე დასწრების გარდა, მდივნის მოადგილემ ნულანდმა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან,“ განაცხადა მილერმა.


ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.