უზბეკეთს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა სურს

უზბეკეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდით, განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან არსებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის გადაზიდული ტვირთების მოცულობა სწრაფად იზრდება და ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფანი.


ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვარაუდით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 
 
ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
 
შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.