ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა -Reuters

გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტალიიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს. სააგენტოები ინფორმაციას გადარჩენილთა ცნობებზე დაყრდნობით წერენ. ოთხმა ადამიანმა ახლახან მიაღწია იტალიის კუნძულ ლამპედუზას.

Ansa-ს ცნობით, ოთხმა ადამიანმა, რომლებიც მომხდარის დროს გადარჩნენ, მაშველებს განუცხადეს, რომ ნავი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან დაიძრა და იტალიის ნაპირებისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა.


გადარჩენილებმა, რომელთა შორის სამი კაცი და ერთი ქალია, განაცხადეს, რომ ისინი სატვირთო გემმა გადაარჩინა, რის შემდეგაც კოტ-დიუვარის და გვინეის მოქალაქეები იტალიის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. Reuters-ი წერს, რომ სანაპირო დაცვას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

იტალიის სანაპირო დაცვა კვირას იტყობინებოდა ამ მხარეში ორი გემის ჩაძირვის შესახებ, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ეს გემი ერთ-ერთი მათგანი.