ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლის მიმართულებით მფრინავი 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებმა ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ. აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმების შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა,“ - განაცხადეს სამინისტროში.
ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს.
30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა.
რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.