თურქეთის არმია შავ ზღვაში შიდა დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა - Siper-ს გამოცდის, იტყობინება თურქული მედია.
ხელისუფლებამ, ნოტამის შეტყობინების დახმარებით, ზღვის 850-კილომეტრიანი მონაკვეთი მათ შიდა წყლებში, ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა.
საჰაერო თავდაცვის სისტემის ცდები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ედირნეს პროვინციიდან, რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირესუნის პროვინციამდე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება.