ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.
აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება.
2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.