ჯო ბაიდენი: ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს, ეკონომიკური პრობლემების გამო, „შენელებული მოქმედების ბომბი“ უწოდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ,” - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, ჩინეთს ზიანი მიაყენოს და პირიქით, ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.


უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა.

10 აგვისტოს კი, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს.