USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი შოვის სტიქიას ეხმაურება.
„ვფიქრობ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებიც საქართველოში, რაჭის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის დროს დაიღუპნენ. დიდი მადლობა მამაც მაშველებსა და მოხალისეებს, სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს.
მხარდაჭერისთვის USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან,“ - წერს სამანტა პაუერი Twitter-ზე.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.