შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაპოვნია კიდევ ორი ცხედარი.
ერთი ცხედარის პოვნის შესახებ დღეს, 11 აგვისტოს დილით გახდა ცნობილი.
დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ამ დროისთვის სულ 9 ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.