ზაზა გახელაძე დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს. ამის შესახებ ზაზა გახელაძის ოჯახს ადგილობრივმა ადვოკატმა შეატყობინა.
როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, გასაჩივრებაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიაზე დააკავეს ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე.
6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.