„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში,“ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უკრაინული მედიის ცნობით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ F-16-ის შეძენა მრავალეტაპიანი პროცესი იქნება და აშშ მზადაა, დაეხმაროს მოკავშირეებს „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ეს პროცესი.“
კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.
მანვე აღნიშნა, რომ ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16, გარკვეული დრო სჭირდება.
„ეს არ არის მხოლოდ რეალური საჰაერო ხომალდის გადაცემის ფუნქცია, არამედ ტრენინგი, პილოტების შესაბამისი მომზადება და ყველა ტექნიკური უზრუნველყოფის, ლოგისტიკისა და მხარდაჭერის ორგანიზება, რაც აუცილებელია თქვენს ფლოტში თანამედროვე თვითმფრინავების არსებობისთვის, როგორიცაა F-16. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.