თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.

Anadolu-ს ცნობით 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონში იყო.

16:40 საათზე კი, ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.