ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელორუსს ეწვევა.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში ყოფნისას მინისტრი დაესწრება უსაფრთხოების საერთაშორისო შეხვედრას და იქ სიტყვით გამოვა. ასევე შეხვდება რუსეთის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ლი შანგფუ ბელორუსის სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდება.
მინისტრები ორმხრივ საკითხებს, ასევე უკრაინის ომს განიხილავენ.
ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.