ამასთან, საქსტატმა დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან.
ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა.
- პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზე - ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 43.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6 პროცენტია.
მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი).