უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიას უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციასთან მიერთებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ ჩრდილოეთ მაკედონიის, რომ შეუერთდა G7-ის დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მხარდასაჭერად და გახდა მე-15 ქვეყანა, ვინც ეს გააკეთა. ვაფასებ პრემიერ-მინისტრ, დიმიტარ კოვაჩევსკის პირად ძალისხმევას ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.
მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.