„ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი სტატიაში საუბრობს, რომელიც ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა.
_წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია.
2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას.
2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს“.
„2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს.
საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა.
ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს.
რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას“, - წერს დევიდ კრამერი.