ამერიკის საელჩოს ინფორაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში შედგა.
„საქართველოში მართლმსაჯულებისა და დაცვის ხელმისაწვდომობის გაძლიერებისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან. ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზეა მიმართული.
ახლახან დავასრულეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში, სადაც ქართველი ადვოკატები სემინარებსა და სასამართლო პროცესებს დაესწრნენ.
სასწავლო ტური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით განხორციელდა,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.