„საჭიროა ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს“, წერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი.
სტატიაში სათაურით, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო და საშაინაო სურთულეები, ამერიკელი დიპლომატი წერს, რომ დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
„არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება“.