ნიუ-იორკის, მანჰეტენის პროკურატურა დონალდ ტრამპის უძრავი ქონების ოთხი კოპანიისთვის გაცემული სესხების საქმეს იკვლევს. ინფორმაციას huffpost-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უძრავი ქონების კომპანიებისთვის გაცემული სესხები, რომლებიც მთლიანობაში 280 მილიონ დოლარს შეადგენს, "ladder Capital"-ის მიერაა გაცემული, რომელშიც ტრამპის მთავარი ფინანსური მრჩევლის შვილია დასაქმებული. პროკურორის თქმით, ტრამპის კომპანიას, საგადასახადო და სადაზღვეო ფურცლების მონაცემებში „შეუსამობები“ აღმოჩნდა.
ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება გამოძიების შესახებ, ეს კიდევ ერთი აქტიური გამოძიებაა, რომელიც ტრამპის წინაღმდეგაა აღძრული.