2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, 2023 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.