გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კიმ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.