იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება ხელსაყრელი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის.

„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.