თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელის აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.
„სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ისინი ოკუპირებული. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ეს მოიცავს სამხედროების გაყვანას კონფლიქტამდე პოზიციებზე," - განაცხადა ჯონ კირბიმ.
- 6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
- აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს