ესტონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა უკრაინის მხარდასაჭერად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - დაწერა კალასმა Twitter-ზე.


ლატვიის შემდგ, ესტონეთი და ლიეტვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდნენ. 

განცხადების ავტორებს „მტკიცედ სჯერათ, რომ მხოლოდ NATO-ს წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად.“

9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა.


ცნობისთვის, ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 16 აგვისტოს გამართული შეხვედროს დროს ასევე გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები.


ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.

მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.