ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა

ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა.

„ლატვია უერთდება უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ველით დროებით საერთაშორისო ტრიბუნალს რუსეთის აგრესიის გამო,“ - წერს ლატვიის პრემიერი კრიშიანის კარიში.


ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.

დოკუმენტს მიღების შემდეგ, 10-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.