BBC-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T-ის ტიპის ორ გამშვებ დანადგარს მოიცავს.
ახალ პაკეტში შევე შედის სათვალთვალო რადარები, ჭურვები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.
მთლიანობაში, 2023 წელს, გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა გერმანიიდან 5,4 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.