2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი, 493.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ფულადი გზავილების რაოდნეობით პირველ ადგილზეა იტალია - 27 მილიონი დოლარით. რუსეთმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 23 მილიონი დოლარით. წლების მანძილზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა ყველა სხვა ქვეყნის ფულადი გზავნილების ნაკადს აღემატებოდა.
აღსანიშნავია რომ ქვეყნების უმრავლესობიდან ჩარიცხული თანხის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენელებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. ფულადი გზავნილების მთავარი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან.
თანხის რაოდენობის მიხედვით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოში თანხები ირიცხება.
იტალია - 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72%
რუსეთის ფედერაცია - 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.44%
საბერძნეთი - 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25%
აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24%
ისრაელი - 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55%
თურქეთი - 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%
უკრაინა - 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%
გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%
აზერბაიჯანი - 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%
ესპანეთი - 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%
საფრანგეთი - 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%
ყაზახეთი - 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%
პოლონეთი - 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%
კანადა - 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%
გაერთიანებული სამეფო - 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%