პრემიერმა ელჩ დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

„ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

მისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგენი 28 ივლისს დაამტკიცა.

ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა იანარში წარადგინა.