თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინას ეწვიოს. ამის შესახებ თურქული პრესა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მისივე თანახმად, ვიზიტის მიზანი „მარცვლეულის გარიგების“ აღდგენაა. ფიდანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდება.
ვიზიტი სავარაუდოდ, 25 აგვისტოს შედგება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვევა.