იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall უკრაინაში ტანკების შეკეთების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელმა, არმინ პეპერგერმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
პეპერგერის თქმით, 12 უკრაინელისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა გერმანიაში სწავლება დაასრულა. დაგეგმილია კიდევ 12 უკრაინელის მიღება.
გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.