გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს

უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს.

Luna NG უპილოტო საჰაერო სისტემა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავთან ერთად, სახმელეთო კონტროლის სადგურისგან შედგება. სისტემაში ასევე შედის გამშვები კატაპულტი, დამატებითი უსაფრთხოებისა და სწრაფი შეკეთების აღჭურვილობა.

გერმანული მედია 13 აგვისტოს წერდა, რომ გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის.