რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.
მთვარეზე რუსეთის მისია, რომელიც პირველი იყო ბოლო 47 წლის განმავლობაში, ჩაიშალა მას შემდეგ, რაც კოსმოსურმა სადგურმა - Luna-25 კონტროლი დაკარგა.
შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა," - ნათქვამია თავის მხრივ, „როსკოსმოსის" განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, „ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვეს. „როსკოსმოსმა" Luna-25-თან კონტაქტი გუშინ დაკარგა.
რუსი ოფიციალური პირების თქმით, Luna-25-ს მთვარის სამხრეთ პოლუსზე 21 აგვისტოს უნდა დაშვებულიყო.