მაშველების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო გრძელდება.
სამუშაო მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 28 ცხედარი. 5 დაკარგულის ძებნა გრძელდება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.