კოსოვოს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა.
ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი Twitter-ზე წერს.
მისი შეფასებით, უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და რუსეთის ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია მშვიდობისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად".
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოსოვო მზადაა ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს“.
კურტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის „უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, რჩება საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.“
ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.
მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ხსენებული დოკუმენტი NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“