ონის მერის მოადგილის თქმით, შოვის სტიქიის დროს დაკარგულებს 36 ლოკაციაზე ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაო გრძელდება.

„ძენა როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაო“, - განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა მედიასთან.

შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ.