უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება.
უკრაინუილი მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეარხი N1 იუწყება.
ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს.
მას ასევე დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი.
მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რომ რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.