უნგრეთის ენერგეტიკული კონგლომერატი გაზს თურქული BOTAS-ისგან შეიძენს

უნგრული ენერგეტიკული კონგლომერატი MVM თურქული ენერგეტიკული კომპანია BOTAS-ისგან დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი (მკმ) ბუნებრივი აირის შეძენას დათანხმდა.

ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.


კომპანიის თანახმად, შეთანხმება მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას ითვალისწინებს.

Reuters-ის ცნობით, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება.


„BOTAŞ-მა და უნგრულმა სახელმწიფო კომპანიამ MVM CEEnergy-მა გააფორმეს ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესახებ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად და ბუნებრივი გაზის სფეროში საკვანძო როლის ხედვის რეალიზებით, “- აცხადებენ კომპანიაში.