სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ ნაპოვნია 29 ცხედარი. 4 დაკარგულს ეძებენ
სამძებრო სამუშაოში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.