საქართველოს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე ეწვევა. საგარეო უწყების ცნობით, ხვალ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს ხვალ შეხვდება.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 3 თებერვალს შეხვდა და კავკასიის რეგიონში კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც ესაუბრა.
ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარდა შეეხო: ყარაბაღში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე კრიზისებისა და სამხედრო კონფლიქტების განხილვას. ამ რეგიონებში ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობაზე შევთანხმდით", - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე.
მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თავმჯდომარებ რუსეთის დემონსტრაციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნა ვალდებულია, ადამიანთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდა რუსეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რუსეთში მიმდინარე ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის პრობლემები განიხილა.