აშშ-მ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევ რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით,აიმანი კადიროვა ჩართულია ბავშვების უკრაინიდან ჩეჩნეთის გროზნოს გარეთ მდებარე სამხედრო ბანაკებში გადაყვანის ძალისხმევაში.“


გარდა ამისა, სანქციები ქვეშ არიან ბანაკ „არტეკის“ დირექტორი, კონსტანტინ ფედორენკო, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი მუსულმან ხუჩიევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი მანსურ სოლტაევი და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენები.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, განახლებული სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. სანქცირებულთა სრული სია ხელმისაწვდომია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.


სანქციები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

„აშშ განზე არ გადგება, როცა რუსეთი სჩადის ამ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა.