კელი დეგნანი: პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. კელი დეგგანის თქმით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს შეუძლიათ დეზინფორმაციის და ჭეშმარიტების ერთმანეთის გარჩევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა კერძო შეხვედრებზე დისტანცირებას ახდენს ამ განცხადებებისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესუსტებაზე გათვლილი.

კელი დეგნანი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, დარჩეს ევროპის გზაზე.


„სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.


მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დაშორდა თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთს. ამის მაგალითად, ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარები მოიყვანეს.

„ჩვენ საქართველოს წარმატების ერთგულები ვრჩებით,“- განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ პოლიტიკოსების შეფასებებს პირარად არ იღებს.

„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.


ის ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა.

„ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება.

მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ.

კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.


28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა.

კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.