კელი დეგნანი: ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს.

„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ.

ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.